ჩვენი ისტორია

ამბავი ჩვენ შესახებ

The Movement TV არის ციფრული მედია პლატფორმა, რომელიც The Movement Theater/მოძრაობის თეატრის ბაზაზე 2017 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი მიმართულება ამბის თხრობაა (Storytelling).

ჩვენ მოგითხრობთ ამბებს ადამიანების შესახებ. კინემატოგრაფიული თხრობის სტილით, კამერის არატრადიციული მოძრაობითა და თანამედროვე მედია-ტექნოლოგიებით ვცდილობთ, მაყურებელს ჩარჩოებს მიღმა გავაცნოთ სოციალურ-კულტურილი თემები.

The Movement TV-ის გუნდის მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს, მოძებნონ ფორმა, რომლითაც მოგვითხრობენ თავიანთ შესახებ. ყოველდღიურად ათობით ადამიანს ვესაუბრებით და ვცდილობთ, საინტერესო ამბები გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს .

ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ისტორია, რომელიც სხვებს უნდა გაუზიაროს.

THE MOVEMENT TV  მაყურებლისთვის მუშაობს, ხოლო THE MOVEMENT PRODUCTION დიდი და პატარა კომპანიებისთვის, რომლებიც კომუნიკაციის თანამედროვე გზას - storytelling-ს ირჩევენ.

მედიის მომავალი ციფრული სამყაროა, რომლისკენაც პირველი ნაბიჯები საქართველოში THE MOVEMENT TV-მ გადადგა.

იმოძრავეთ ჩვენთან ერთად!

ანანო & ეკა

                                                                                                                                                                                                                                            

გამოწერა