• ზოგადი წესები

    თქვენ აცხადებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის ან ვებ-გვერდს სტუმრობთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით, იმ წესების დაცვით, რასაც საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

    გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მომსახურების მიღება გულისხმობს ამ „წესებსა და პირობებზე“ თანხმობას. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ „წესებსა და პირობებს“, მაშინ არ გაქვთ უფლება, რომ ჩვენი მომსახურებით ისარგებლოთ. თუ გააგრძელებთ www.themovementtv.com-ის მოხმარებას ეს იქნება „წესებსა და პირობებზე“ თანხმობის ტოლფასი.

    დაუშვებელია, ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე გამოიყენოთ ვებგვერდი თქვენი ან მესამე პირის კომერციული მიზნებისთვის.

    თქვენ არ გაქვთ უფლება, რომელიმე საიტზე ატვირთოთ, გაავრცელოთ, ან სხვა გზით გამოაქვეყნოთ ვებგვერდზე ისეთი შემადგენლობა, ინფორმაცია ან სხვა მასალა რომელიც: ა) არღევევს ან ზღუდავს საავტორო, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, კომერციული საიდუმლოების ან ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას; ბ) არის ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, დისკრედიტირებადი, უხამსი, შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიული ან შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ან საერთაშორისო სამართლის თანახმად; ან გ) შეიცავს შეცდომებს, ვირუსებს, მახეებს, worm-სა და trojan horses-ს ან სხვა საზიანო კოდებსა და საკუთრებას.

    ვებგვერდის შემადგენლობა არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები, ცალკეული პიროვნების პირადი აზრია და არ გამოხატავს ჩვენს ხედვას.

    ვებგვერდის გამოყენებისა და იდენტიფიცირებისათვის მომხმარებელს მიენიჭება პაროლი და ანგარიში. პაროლისა ან საიდენტიფიკაციოს გამოყენებისას, პერიოდულად მოგეთხოვებათ, რომ გაიაროთ ავტორიზაცია და დაიცვათ აღნიშნული „წესები და პირობები“. ამასთანავე, ჩვენ არ გვაკისრია ვალდებულება, რომ გამოვიძიოთ ავტორიზაციის პროცესი ან მისი წყარო.

    მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ დაიცვათ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება, პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალურობა. იმ შემთხვევაში, თუ შეიტყვეთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების არაავტორიზებული გამოყენების შესახებ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ, უსაფრთხოების დარღვევის ან სხვა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

    ინტელექტუალური საკუთრება

    ყველა ტექსტი, გრაფიკა, ღილაკის გამოსახულება, სხვა გამოსახულება, აუდიო/ვიდეო კლიპი და პროგრამა (ერთად წოდებული, როგორც „შემადგენლობა“), ექსკლუზიურად ეკუთვნის შპს „მუვმენთ ტივის“ ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებს. ნებისმიერი შემადგენლობის შეგროვება, მოწყობა და გაერთიანება, რომელიც განთავსებულია ამ ვებგვერდზე („კრებული“), არის კომპანიის საკუთრება ან მასთან დაკავშირებული კომპანიების ან პროგრამის მომწოდებლების შემადგენლობა, კრებული და პროგრამა, სამივე დაცულია საქართველოს და საერთაშორისო ინტელექტუალური სამართლის კანონმდებლობის თანახმად.

    კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    გთხოვთ, გადახედოთ, ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც ვებგვერდის მოხმარების წესებსაც არეგულირებს.

    ხელშეკრულების შეწყვეტა და მოსალოდნელი შედეგები

    გარდა სხვა იურიდიული და სამართლებრივი საშუალებებისა, უფლებას ვიტოვებთ, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ან გავაუქმოთ ნებისმიერი უფლება, რომელიც მოგენიჭათ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების შეწყვეტისას, დაუყოვნებლივ დაკარგავთ ყველა სახის წვდომას ვებგვერდზე, ასევე გაგიუქმდებათ პაროლი და საიდენტიფიკაციო მონაცემები. იმ ანგარიშზე, რომელიც თქვენს სახელზე შეიქმნა, შეეზღუდება ვებგვერდის მოხმარების უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ. ამ ხელშეკრულების ნებისმიერი სახით შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებულ მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება, ფულადი ვალდებულებებით).

    ბმულები

    www.themovementtv.com შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებგვერდებთან დასაკავშირებლად, რომლებიც ეკუთვნის და ოპერირებს სხვა კომპანიების ან პირების მიერ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი სხვა ვებგვერდების შემადგენლობასა და ფუნქციონირებაზე.

    სამართლებრივი დაცვის საშუალებები

    თანხმობას აცხადებთ, რომ გამოვიყენებთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივი დაცვის ყოველგვარ საშუალებას, ხელშეკრულების დარღვევისათვის. ამასთან, ყველა ხარჯი, რასაც კომპანია გასწევს, მათ შორის ადვოკატის ხარჯი, დაიფარება ხელშეკრულების დამრღვევის მიერ. კომპანია, იტოვებს უფლებას, რომ თავად გადაწყვიტოს სამართლებრივი დაცვის ფორმის არჩევა.ამასთანავე, ერთეულ შემთხვევაში, საკუთარი ნებით, სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე უარის თქმა, არ არის საფუძველი იმისა, რომ სხვა მსგავს დარღვევაზე კომპანიამ უარი განაცხადოს ამ მექანიზმის გამოყენებაზე.

    მოქმედი კანონმდებლობა

    ათვითცნობიერებთ, რომ ამ ვებგვერდის მოხმარებაზე ვრცელდება საქართველოს ყველა რელევანტური სამართლებრივი აქტი, ინტერესთა კონფლიქტის პრინციპების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის დავა წარმოიქმნება ვებგვერდის მომხმარებელსა და კომპანიას შორის.

    დავები

    ნებისმიერი დავა ან საჩივარი, რომელიც რაიმე სახით ეხება ვებგვერდს ან მომსახურებას მიწოდებულს ჩვენ მიერ ან www.themovementtv.com-ის მეშვეობით გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ.

    გარდამავალი დებულებები

    იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პუნქტი გახდება ბათილი, ძალადაკარგული ან ნებისმიერი მიზეზით აღუსრულებელი, მხოლოდ ის პუნქტი ჩაითვლება ძალადაკარგულად და ეს არ მოახდენს გავლენას ამ წესებისა და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობასა და აღსრულებაზე.

    მისამართი

    გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ნებისმიერი კითხვა და კომენტარი (რაც ასევე მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის შეტყობინებას) www.themovementtv.com - ის ვებგვერდთან დაკავშირებით შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, წინაუბნის 14ა.

  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    ამ კონფიდენციალურობის პოლისის თანახმად, ფუნქციონირებს ვებგვერდი (www.themovementtv.com).ეს პოლისი გამოიყენება იმისათვის, რომ ვებგვერდის მომხმარებელი გაეცნოს ჩვენ პოლიტიკას პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით.თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ პოლისით.ტერმინებს, რომელიც გამოყენებულია ამ პოლისში, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც წესებსა და პირობებში.

    ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

    მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რითაც შევძლებთ თქვენ იდენტიფიცირებას. ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული სახელით და ელ.ფოსტით. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ გამოიყენება თქვენთან საკონტაქტოდ (სიახლეების გამოგზავნის ან ატვირთული კონტენტის გამოყენების მიზნით) ან თქვენი იდენტიფიცირებისათვის.

    შესვლის მონაცემები

    ჩვენ გატყობინებთ, რომ ვებგვერდზე შესვლისას, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც აგზავნის თქვენი ბრაუზერი და მას ეწოდება შესვლის მონაცემები. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი საიტის მონახულებულ გვერდები, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვა სტატისტიკა.

    “COOKIES”

    “Cookies” არის ფაილების ერთიანობა მცირე რაოდენობის ინფორმაციით, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც ანონიმური უნიკალური მაიდინტიფიცირებელი. ისინი იგზავნება თქვენ ბრაუზერზე ვებგვერდიდან, რომელსაც სტუმრობთ და ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე.

    ჩვენი ვებგვერდი გამოიყენებს „cookies” იმისათვის, რომ შევაგროვოთ ინფორმაცია და გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება. თქვენ გაქვთ საშუალება დათანხმდეთ, ან უარი თქვათ „cookies”, როდესაც ის იგზავნება თქვენ კომპიუტერზე. თუ თქვენ უარს იტყვით მის მიღებაზე, შეიძლება გარკვეული სახის მომსახურებები შეგეზღუდოთ.

    უსაფრთხოება

    ჩვენ ვაფასებთ თქვენ ნდობას, რომ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ საშუალებს მის დასაცავად. თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს, ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100% უსაფრთხო და სანდოა, ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.

    სხვა ვებგვერდის ბმულები

    ჩვენი ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს სხვა გვერდებზე გადასასვლელად. თუ თქვენ გამოიყენებთ მსგავს ბმულს, თქვენ გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე. დაიმახსოვრეთ, რომ მათი ფუნქციონირება არ გვეხება ჩვენ, ამიტომ გთხოვთ, გადახედოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს და შესაბამისად პასუხს არ ვაგებთ სხვისი ვებგვერდის შემადგენლობასა, პოლისებსა და პრაქტიკაზე.

    ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლისში

    აღნიშნული პოლისი ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას. ამიტომ, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ მას. ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილების განხორციელების თაობაზე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის www.themovementtv.com-ზე გამოქვეყნებისთანავე.

    პერსონალური მონაცემებზე წვდომა და გაცნობა

    თქვენ შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე მოქმედი კანონმდებლობითა და რეგულაციებით გათვალისწინებული წესით.

  • ამ დროისთვის ვაკანსია გამოცხადებული არ გვაქვს.
  • The Movement TV-ის ვიდეო წარმოების სტუდიის (The Movement TV Production Studio) ფარგლებში ჩვენი გადამღები და კრეატიული ჯგუფი მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე:

    • რეპორტაჟი
    • მოკლე ან ვრცელი დოკუმენტური ფილმი
    • ინტერვიუ
    • ვლოგი

    იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაქვთ გამორჩეული იდეა, რომელზეც კარგი იქნება ვიდეოს გადაღება და The Movement TV-ის სოციალურ არხებზე გაშვება ან გაქვთ საინტერესო ვიდეო მასალა, რომელიც შეესაბამება The Movement TV-ის სტილს და ხარისხს, გამოგვიგზავნეთ ის www.themovementtv.com-ის საშუალებით.

    იმ შემთხვევაში, თუ თქვენ www.themovementtv.com-ის საშუალებით გამოგვიგზავნით ვიდეო მასალას ან იდეას, რომელზეც გინდათ, გადავიღოთ ვიდეო  და გავუშვათ www.themovementtv.com-ის სოციალურ არხებზე, აღნიშნულ მასალას გამოვიყენებთ საავტორო უფლებების სრული დაცვით.

გამოწერა